„ნიუკასლს“ „სევილიას“ მცველის, დიეგო კარლოსის შეძენა სურს, თუმცა ესპანური კლუბი 28 წლის უკანახაზელის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას არ აპირებს - გვამცნობს Marca.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ანდალუზიელებს ბრაზილიელში 25 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
კარლოსი „სევილიაში“ 2019 წლიდან თამაშობს და არსებული კონტრქატის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში კარლოსმა „სევილიას“ მაისურით 27 მატჩი გამართა და ორი ბურთი გაიტანა.