ფეხბურთი

12:25 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხამესმა კულიბალი სიკვდილს გადაარჩინა

ყატარის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში, „ალ-რაიანის“ კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, სიცოცხლე შეუნარჩუნა „ალ-ვაკრას“ მალელ მცველს, უსმან კულიბალის - გვამცნობს Daily Mail.

პირველი ტაიმის ერთ ეპიზოდში კულიბალის საჯარიმოში გული წაუვიდა. იქვე მყოფი „ევერტონისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი შუახაზელი ხამესი, ექიმებს არ დაელოდა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელს თავი გაუსწორა, რათა მას თავისუფლად ესუნთქა.

კულიბალი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ექიმებმა დაადასტურეს, რომ მალელს გულის შეტევა მოუვიდა და რომ არა კოლუმბიელის სწრაფი ჩარევა, არავინ იცის, რა მოხდებოდა.

ხამესი „ევერტონიდან“ „ალ-რაიანში“ 2021 წლის სექტემბერში გადავიდა.

0.114499