ფეხბურთი

9:51 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ რანგნიკის შესახებ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„იმ ხუთი კვირის განმავლობაში, რაც რანგნიკი მოვიდა, ბევრი რამ შეცვალა. მაგრამ დრო სჭირდება, რათა თავისი იდეები ფეხბურთელებამდე მიიტანოს. მჯერა, რომ მისი მუშაობა შედეგს გამოიღებს.

ვიცით, ახლა საუკეთესო ფეხბურთს არ ვთამაშობთ. არის პრობლემები, რომლებიც გამოსასწორებელია. არ არის ადვილი მოთამაშეების მენტალიტეტის ასე სწრაფად შეცვლა.“ - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Sky Sports.

„მანჩესტერმა“ 19 მატჩის შემდეგ, 31 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მე-7 ადგილზეა.

0.153485