ავტოსპორტი

3:11 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონი საკუთარ ბრენდს აყალიბებს

იმ დროს, როდესაც პრესაში, ლუის ჰამილტონის ფორმულა 1-დან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციები ვრცელდება, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი თავის არასარბოლო საქმეებს აგვარებს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ჰამილტონი საკუთარ ბრენდს ქმნის, რომელიც აქსესუარების და საიუველირო სფეროში იმუშავებს.

ჰამილტონის მთავარი საზრუნავი, ბრენდისთვის სახელის შერჩევაა. ბუნებრივია, მას ამისთვის საკუთარი გვარის გამოყენება სურს. მაგრამ ამ მხრივ, გარკვეულ პრობლემებს წააწყდა. 2020 წელს მან წააგო სასამართლო გარჩევა, რომელიც სახელ „ჰამილტონის“ გამოყენებას უკავშირდებოდა.

მას ამის უფლება საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია „ჰამილტონმა“ არ მისცა. ჰამილტონს სურდა, რომ ამ კომპანიისთვის, თავისი სახელის ევროპაში გამოყენების უფლება არ მიეცა. მაგრამ საქმე, რომელიც სამი წელი გაგრძელდა, წააგო. რეოგორც ირკვევა, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სამმართველომ დაადგინა, რომ შვეიცარიული კომპანია თავის სახელს 1892 წლიდან იყენებს.

ამის გამო, ფორმულა 1-ის მრბოლი თავისი ბრენდისთვის თავის სრულ სახელს - ლუის ჰამილტონს გამოიყენებს. და ამ სახელით, საიუველირო ნაწარმის გარდა, საათებს და სხვა აქსესუარებსაც გამოუშვებს. სხვათა შორის, ამჟამად ჰამილტონი საათების მწარმოებელ კომპანია IWC-ს წარმომადგენელია და ფლობს კაფეების ქსელს.

0.161331