სხვა

2:15 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ჯოშუასთან რემატჩისთვის თოვლსა და ქარბუქში ემზადება

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ოლეკსანდრ უსიკი, ენტონი ჯოშუასთან რემატჩისთვის, ვარჯიშის უჩვეულო მეთოდს იყენებს. ვარჯიშის ბოლო კვირა მან ღია ცის ქვეშ, თოვლსა და ქარიან ამინდში გაატარა.

ჯერაც დაუმარცხებელი უკრაინელი მძიმე წონაში მას შემდეგ გადავიდა, რაც კრეისერის წონაში (91 კგ) აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. მძიმე წონაში კი ჯოშუას დამარცხებით, მან WBO-ის, WBA-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყლები დაისაკუთრა.

კონტრაქტის შესაბამისად, ჯოშუას რემატჩის მოთხოვნის უფლება ჰქონდა და მან ის გამოიყენა. შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ დათქმული არ არის. სავარაუდოდ, ის აპრილში გაიმართება. და ახალმა ჩემპიონმა მისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ფეისბუკში გავრცელებულ მოკლე ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ 34 წლის უსიკი თოვლში დგას და ხრახნით გამოწვეულ ქარიშხალში ხელებს იქნევს. გარდა ამისა, თავად უსიკმა საკუთარ ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ის თხილამურებით სრიალებს.

ხელებჩამოშვებული არც 32 წლის ჯოშუაა, ვინც დარწმუნებულია, რომ რევანშს შეძლებს და ტიტულებს დაიბრუნებს. ის ამბობს, რომ უსიკთან პირველ შეხვედრაში სამი რაუნდი თავად მოიგო, უკრაინელმა კი - ცხრა. მაგრამ იქადნის, რომ რემატჩში შვიდს მოიგებს და გამარჯვებაც მას დარჩება. მერე კი აბსოლუტური ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰერნი ვარაუდობს, რომ მეორე შეხვედრაც ლონდონში ჩატარდება. ის თვლის, რომ აპრილი საუკეთესო დროა. ის ამბობს, რომ ჯოშუა უსიკთან პირველი შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეუდგა მზადებას. ჰერნი ამბობს, რომ ლონდონი კარგი არჩევანია, რადგან იქ ბრძოლას კარგი შემოსავალი ექნება. კიევს კი, ამ მხრივ ნაკლებად მიმზიდველად თვლის.

0.15001