მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალშია, ჩავიმ კი მწვრთნელის რანგში პირველი „ელ კლასიკო“ წააგო.
საუდის არაბეთში, ერ-რიადში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში „სამეფო კლუბმა“ დაძაბულ მატჩი დამატებით დროში, 3:2 მოიგო.
პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი ლუკ დე იონგმა გაათანაბრა. 72-ე წუთზე „რეალი“ ხელმეოდერ კარიმ ბენზემამ დააწინაურა, მაგრამ 83-ე წუთზე ანსუ ფატიმ ისევ აღადგინა წონასწორობა - 2:2. ძირითადი დროც ასე დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.
აქ მადრიდულმა გრანდმა მესამედ და როგორც გაირკვა, საბოლოოდ შეძლო წინ გასვლა. 98-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ შეაგდო და „რეალმა“ გამარჯვება „ელ კლასიკოში“ გამარჯვება მოიპოვა.
ესპანეთის სუპერთასის მეორე ფინალისტი 13 იანვარს, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.
„ბარსელონა“ – „რეალი“ 2:3 დ.დ (1:1)
გოლები: 0:1 ვინისიუსი (25), 1:1 ლ. დე იონგი (41), 1:2 ბენზემა (72), 2:2 ანსუ ფატი (83), 2:3 ვალვერდე (98)