საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თურქულ „პინარ კარსიაკას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:69 დაამარცხა.
სტუმრები პირველი ტაიმის განმავლობაში უკეთ ირჯებოდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ესპანელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს.
გიორგი შერმადინმა 30:32 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 გამოდგა და მატჩის MVP გახდა.
მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ჯეარარ გარვეულა, საპასუხო შეხვედრა თურქეთში გაიმართება, სერია ორ მოგებამდეა.