ფეხბურთი

20:22 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" დინის ტრანსფერში 25 მილიონს გადაიხდის

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" მცველი ლუკა დინი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერში ბირმინგემელები 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის.

დინის გადასაბირებლად "ასტონ ვილამ" "ჩელსის", "ნიუკასლს" და "ვესტ ჰემს" აჯობა. დინი ბირმინგემში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რამდენიმე დღის წინ "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დაადასტურა, რომ ფრანგს გუნდის დატოვება სურდა.

დინი ლივერპულელებმა 2018 წელს "ბარსელონადან" დაიმატეს. მას შემდეგ ლუკამ ყველა ტურნირზე 126 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.133344