ფეხბურთი

18:30 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრა: "თითო გუნდში 2 ჰომოსექსუალი ფეხბურთელი მაინც თამაშობს, ჩემი თანაგუნდელებიც იყვნენ"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალი ფეხბურთელები არსებოდნენ და ახლაც არსებობენ, უბრალოდ ამას ხმამაღლა ვერავინ ამბობს.

როგორც ევრამ თქვა, თუ ვინმე იტყვის, რომ გეია, მისთვის საფეხბურთო სამყაროს კარი დაიხურება და ამიტომა ჩუმად არიან. თუმცა, ფრანგი დარწმუნებულია, რომ თითო კლუბში მინიმუმ 2-2 ჰომოსექსუალი ფეხბურთელი თამაშობს და მასაც ჰყავდა ამ ორიენტაციის თანაგუნდელები.

„ფეხბურთის სამყაროში ყველაფერი დახურულია. როდესაც ინგლისში ვიყავი, ჰომოსექსუალიზმზე საუბარი არ შეიძლებოდა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა ამბობდა, რომ ეს მის რელიგიას ეწინააღმდეგებოდა, ზოგიც ამბობდა, რომ თუ გუნდში ასეთი ფეხბურთელი იყო, გუნდი უნდა დაეტოვებინა და მსგავსი კომენტარები. მე გეი მოთამაშეებთან მითამაშია. ჩემთან პირად საუბარში გახსნილები იყვნენ, რადგან სხვანაირად ლაპარაკის ეშინიათ. თითო კლუბში სულ მცირე ორი ფეხბურთელია, რომელიც ჰომოსექსულია, მაგრამ ფეხბურთის სამყაროში თუ ამას იტყვიან, ყველაფერი დასრულდება“, - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, პატრის ევრამ „მონცას“, „ნიცას“, „მონაკოს“, „მანჩესტერის“, „იუვენტუსის“, „მარსელისა“ და „ვესტ ჰემის“ რიგებში ითამაშა.

0.116906