ფეხბურთი

12:11 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაქსველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

პსჟ-ს მცველმა მაქსველმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

“33 წლის ასაკში ნაკრებში სხვას კონკურენციას ვერ გავუწევდი და გადავწყვიტე სანაკრებო კარიერა დავასრულო. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე. ჯერჯერობით არ ვიცი მოედანზე თამაშს როდემდე შევძლებ, სიტუაციას თებერვალში შევხედავ და ყველაფერს გავაანალიზებ.” - განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.

ბრაზილიელს “სელესაოს” რიგებში დებიუტი 2013 წლის 14 აგვისტოს შვეიცარიასთან (0:1) წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. მაქსველმა ნაკრებში 10 თამაშის ჩატარება მოასწრო. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მცველმა მხოლოდ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მესამე ადგილისთვის მატჩში მიიღო მონაწილეობა და 90 წუთი ითამაშა. მაქსველი “სელესაოს” მაისურით საშუალოდ 58 წუთი ასპარეზობდა და მის აქტივში სამი საგოლე გადაცემაა.

თეგებიმაქსველი
0.143249