სხვა

12:10 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ბრძოლა ჩაიშალა

UFC-ში ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ბრძლა არ შედგება. რუსი მებრძოლი კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც ბრძოლას ჩაეხსნა. ევლოევისა და თოფურიას ბრძოლა 2022 წლის 22 იანვარს UFC 270-ზე უნდა გამართულიყო.

„ცუდი ამბავი. მოვსარ ევლოევი ბრძოლიდან გავიდა. ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ეს მხოდებოდა. დენ იგე, ჩხუბისთვის მზად ხარ? შემატყობინე რაც შეიძლება მალე და იმედია, 22 იანვარს შევხვდებით“, - დაწერა ილიამ ტვიტერში და ევლოევის ნაცვლად იგე გამოიწვია.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას აქამდე 11 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა გამარჯვებით დააასრულა. ქართველმა ბოლოს 10 ივლისს, რაიან ჰოლთან იბრძოლა და პირველივე რაუნდის მეოთხე წუთზე ნოკაუტით იმარჯვა. კონკრეტულად UFC-ში კი ილიას 3 ბრძოლიდან სამივე მოგებული აქვს.

0.115433