კალათბურთი

10:29 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილის 6 ქულა და "გრანდ რაპიდსის" პირველი მარცხი

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ „კოლეჯ პარკ სქაიჰოუკსს“ დაუპირისპირდა და 94:120 დამარცხდა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად ბეჟანიშვილის შედეგიანი თამაში არ ჰქონია. ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

რეგულარულ სეზონში „გრანდ რაპიდს გოლდი“ პირველად დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში (3-1) მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 16 იანვარს "დელავარე ბლუ ქოათსთან" ჩაატარებს.

0.118245