ავტოსპორტი

4:38 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალ ატია დაკარის მეოთხე ტიტულს მიუახლოვდა

ყატარელმა ნასერ ალ ატიამ მეცხრე ეტაპის შემდეგ, დაკარის რალი მარათონზე ლიდერობა განიმტკიცა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამ პოპულარულ რბოლაში მეოთხე ტრიუმფს. ის ახლა უკვე 39 წუთზე მეტს უგებს უახლოეს მდევარს, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს. რბოლის დასრულებამდე კი სამი ეტაპიღა არის დარჩენილი.

„ძალიან კარგი რბოლა გვქონდა. არ ვრისკავდი და ეტაპი მესამეზე დავასრულე. რაც მთვარია, უპირატესობა გავზარდეთ, რითაც კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა ალ ატიამ, ვინც „ტოიოტას“ საქარხნო გუნდის მანქანით ასპარეზობს.

287-კილომეტრიან ეტაპზე, გამარჯვება ალ ატიას სამხრეთაფრიკელმა თანაგუნდელმა, გინიელ დე ვილიერსმა მოიპოვა, მეორეზე კი მისი თანამემამულე და თანაგუნდელი, ჰენკ ლატიგანი გავიდა, ვისაც მეხუთე ეტაპი აქვს მოგებული.

მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა ლოები (ბაჰრეინ რეიდ იქსტრიმ), ვისაც რბოლისას საბურავი დაეშვა და მის გამოსცვლაზე ბევრი დრო დაკარგა. თუმცა, საბოლოოდ მაინც კმაყოფილი დარჩა.

მოტოციკლების კლასში ლიდერი შეიცვალა. ავსტრიელმა მატიას ვალკნერმა (დაკარის 2018 წლის ჩემპიონი) ბრიტანელი სემ სანდერლენდის (დაკარის 2017 წლის ჩემპიონი) ჩამოტოვება შეძლო. სანდერლენდმა ეტაპი მე-14 ადგილზე დაასრულა და ახლა უკვე მეორე ადგილზე გადავიდა. ის ახალ ლიდერს ორი წუთით და 12 წამით ჩამორჩება.

0.155993