ავტოსპორტი

3:16 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია ინდი 500-ზე ჰეთ-ტრიკს „ეროუ მაკლარენთან“ ერთად აპირებს

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია „ეროუ მაკლარენს“ უბრუნდება, რათა ინდი 500-ზე მესამე გამარჯვების მოსაპვებლად იბრძოლოს. მონტოიას ლეგენდარული რბოლა 2000 და 2015 წლებში აქვს მოგებული. გასულ სეზონში კი ინდი 500-ზე „ეროუ მაკლარენთან“ ერთად იასპარეზა და მეცხრე ადგილს დასჯერდა.

„ხუან პაბლო მოტორსპორტის ინსტიტუციაა. მას ინდი 500 ოჯერ აქვს მოგებული და ფორმულა ერთში შესაშური კარიერა ჰქონდა. „მაკლარენთან“ ერთად, არაერთი რბოლა მოიგო. ის გამოცდილებას მოგვიტანს, რაც ჩვენს გუნდს ძალიან გამოადგება. მისი სახით, შევიძინეთ კიდევ ერთი მრბოლი, ვისაც მოგება ყოველთვის შეუძლია, როცა კი მანქანაში ჩაჯდება“, - ამბობს „მაკლარენ რეისინგის“ მთავარი აღმასრულებელი ზაკ ბრაუნი.

მონტოია 46 წლისაა და თანამედროვე მოტორსპორტში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მრბოლია. ის მრავალმხრივობითაც გამოირჩევა - ფორმულა 1-ის და ინდიქარის გარდა, რბოლები ნასქარ-ის სერიაშიც აქვს მოპოვებული.

გარდა ამისა, კვლაცაც აქვს იმის შანსი, რომ „მოტორსპორტის სამმაგი გვირგვინი“ მოიპოვოს. მას მოგებული აქვს ფ1-ის მონაკოს დიდი პრიზი (2003 წელს) და ინდი 500. და თუ ლე მანის 24 საათსაც მოიგებს, სამმაგ გვირგვინს დაეუფლება. შეგახსენებთ, რომ ამავე მიღწევამდე, ფერნანდო ალონსოს ინდი 500-ზე გამარჯვება აკლია. საინტერესოა, რომ კოლუმბიელ პილოტს დეიტონას 24-საათიანი რბოლა სამჯერ აქვს მოგებული, თუმცა ლე მანზე ჯერ ერთხელაც არ გაუმარჯვია.

მონტოია „ეროუ მაკლარენთან“ ერთად, ორ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ორივე ინდიანაპოლისის ტრეკზე ჩატარდება. მათგან პირველია ინდნპოლისის დიდი პრიზი და ის ტრეკის შიგნით არსებულ ტრასაზე, 13 მაისს ჩატარდება, მეორე კი ინდ 500-ია და მას ოვალური ტრეკი, 29 მაისს უმასპინძლებს.

0.1142