ფეხბურთი

1:38 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე გოლების ნაკლებობაა: სამ მატჩში ერთადერთი გოლი ნიგერიის აქტივშია

აფრიკის ეროვნებათა თასის პირველი ტური გრძელდება და მორიგი სამი მატჩი გაიმართა, მაგრამ ერთადერთი გოლი გავიდა.

ისიც დღის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც ნიგერიის ნაკრებმა ეგვიპტის ნაკრები 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კელეჩი იენაჩომ მატჩის 30-ე წუთზე გაიტანა და „სუპერ არწივებმა“ ასპარეზობა 3 ქულით დაიწყეს. ამავე ჯგუფში სუდანისა და გვინეა ბისაუს მატჩი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტურში 15 იანვარს, ნიგერია სუდანს, გვინეა ბისაუ კი ეგვიპტეს შეხვდება.

დღეს კიდევ ერთი მატჩი იყო, E ჯგუფში, სადაც ფავორიტმა ალჟირმა სიერა ლეონეს ვერაფერი მოუხერხა და უგოლო ფრე. აფრიკის თასის პირველი ტური 12 იანვარს ეკვატორული გვინეა - კოტ დივუარი, მავრიტანია - გამბიისა და ტუნისი - მალის თამაშით დასრულდება.

აქვე გეტყვით, რომ აფრიკის თასზე ამ დროისთვის 9 მატჩი გაიმართა და მწირშედეგიანობაა: სულ 9 გოლი გავიდა, 6 მატჩი 1:0 დასრულდა, ორი 0:0 და ერთიც 2:1...

0.1235