ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი დავიდ ნერეში კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს.
როგორც ცნობილი გახდა, შეთანხმება მიღწეულია და უკრაინელები ტრანსფერს უახლოეს ხანში დაადასტურებენ. ნერეშის სანაცვლოდ „შახტარი“ 18 მილიონ ევროს გადაიხდის და კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
24 წლის დავიდ ნერეში „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობს და 172 შეხვედრაში 46 გოლი აქვს გატანილი. ბრაზილიის ნაკრებში მას 7-ჯერ უთამაშია და გოლი ერთხელ გაიტანა.