სხვა

20:20 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე თამაში წააგო

„დინამო თბილისმა“ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლა.

სტუმრები ფავორიყად მიიჩნეოდნენ და გამარჯვებაც ადვილად მოახერხეს. „ფერენცვაროშმა“ უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 4:0 მოიგო და უპირატესობა აღარ გაუნიავებია.

საბოლოოდ, უნგრელებმა ოთხივე პერიოდი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს და საბოლოოდ, 14:7 მოიგეს. „დინამოს“ რიგებში საუკეთესო დუშან ვაშიჩი იყო, რომელმაც მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისი“ 7 ტურის შემდეგ 7 წაგებით A ჯგუფში ბოლო ადგილზეა, 26 იანვარს, ისევ „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება, ამჯერად სტუმრად.

„დინამო თბილისი“ - „ფერენცვაროში“ 7:14 (0:3, 1:2, 3:4, 3:5)

გოლები: 0:1 იანშიკი, 0:2 უბოვიჩი, 0:3 ფეკეტე, 0:4 მოლნარი, 0:5 უბოვიჩი, 1:5 ჯიხციარენკა, 1:6 უბოვიჩი, 1:7 იანშიკი, 2:7 ვაშიჩი, 3:7 ვაშიჩი, 3:8 ვამოსი, 4:8 ვაშიჩი, 4:9 დამონტე, 4:10 ვამოსი, 5:10 დადვანი, 5:11 ვიგვარი, 5:12 დამონტე, 6:12 ადეიშვილი, 6:13 გაბორი, 7:13 ვაშიჩი, 7:14 იანშიკი

0.116519