ფეხბურთი

19:10 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "სიგიჟეებს არ ვითხოვ, ყველაფერი "ლივერპულზეა" დამოკიდებული"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურს. ცნობილია, რომ ეგვიპტელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის მომატებას ითხოვს, რაც მოლაპარაკებებს აფერხებს.

თუმცა, სალაჰმა აღნიშნა, რომ სიგიჟეებს არ ითხოვს და ყველაფერი კლუბეზეა დამოკიდებული.

„ლივერპულში“ დარჩენა მინდა, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული, ბევრი რამ კლუზეა. მათ იციან, რა მინდა, მე სიგიჟეებს არ ვითხოვ.

მეხუთე წელია აქ ვარ და მომწონს ლივერპული. მიყვარს ფანები, მათაც ვუყვარვარ. ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცის და ყველაფერი მათ ხელშია“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და 229 მატჩში 148 გოლი აქვს გატანილი, მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურება.

0.127444