ფეხბურთი

14:25 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„კადისმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

„კადისმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთავარი მწვრთნელის, ალვარო სერვერას გათავისუფლების შესახებ დაწერა.

„კადისი“ 20 ტურის შემდეგ, ესპანური პრიმერას ცხრილში 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ბოლოს გუნდმა ნოემბრის მიწურულს გაიმარჯვა სტუმრად „ბილბაოსთან.“ შემდეგ კი ორჯერ ფრედ ითამაშა და ხუთჯერ დამარცხდა. თუმცა, ანდალუზიელები სამეფო თასის მერვედფინალში კი გავიდნენ.

სერვერა „კადისს“ 2016 წლიდან წვრთნიდა. მანამდე კი „ტენერიფეში,“ „რასინგში,“ „რეკრეატივოსა“ და სხვა გუნდებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115888