„ბარსელონა“ „რაიო ვალეკანოსა“ და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარით, სტოლე დიმიტრიევსკით დაინტერესდა - გვამცნობს Sport.es.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიელებს 28 წლის კარის დარაჯის გადაბირება იმიტომ სურთ, რომ მათი მეკარე, ნეტუ, მცირე სათამაშო დროის გამო უკმაყოფილოა და სხვა გუნდში გადასვლას აპირებს.
მიმდინარე სეზონში დიმიტრიევსკიმ „რაიო ვალეკანოს“ შემადგელობაში 18 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მომავალ შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი საქართველოს ნაკრების მეტოქეა.