ფეხბურთი

10:23 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: „კარიერის „რეალში“ დასრულება მსურს“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ტონი კროოსი, ჟურნალისტებს თავისი მომავლის შესახებ ესაუბრა. მის კონტრაქტს „სამეფო კლუბთან“ ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

„კონტრაქტის დასრულების დროს 33 წლის ვიქნები და მაშინ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვფიქრობ ცვლილებებზე. კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეესბთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კარიერის „რეალში“ დასრულება მსურს. ვიმედოვნებ, ასეც იქნება.

ახლა შესანიშნავ ფორმაში ვარ, მაგრამ დრო გადის და შენი ორგანიზმის ცვლილებებს უნდა დაუკვირდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ დროისთვის თამაშის ხალისი გქონდეს.“ - ციტირებს გერმანელი ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11219