ავტოსპორტი

3:21 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ ახალი სარბოლო მანქანის ნაწილი გამოაჩინა

ფორმულა 1-ს გუნდმა „მაკლარენმა“, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, ახალი სარბოლო ავტომობილის მცირე ნაწილის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე პრაქტიკულად არაფერი ჩანს, თუმცა სარბოლო ავტომობილზე გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა.

ფოტოზე ჩანს მანქანის ზედა ჰაერის ამღები, რომელიც გასული სეზონის მანქანის იგივე ელემენტის მსგავსია. თუმცა შეიძლება იმის თქმა, რომ მისი პროპორციები შეიცვალა. თუ ადრე ჭრილს მართკუთხედის (მომრგვალებული კუთხეებით) მოყვანილობა ჰქონდა, ამჯერად მისი გვერდების სიგრძე თითქმის გათანაბრდა.

სავარაუდოდ, გაიზარდა ჭრილის განივკვეთის ფართობი, რაც ახალი ტექნიკური რეგლამენტის პირდაპირი შედეგია. მის შესაბამისად, რადიატორების ქვევით, დიფუზორები განლაგდება, რომლებმაც მანქანის ძლიერი ჩაჭიდება უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, გვერდითი რადიატორების ზომები დაპატარავდა, მათი ნაწილი კი ძრავის ზედა ნაწილში მოთავსდება. სწორედ ამას დასჭირდება ზედა ჰაერის ამღების გაზრდა.

თეგებიმაკლარენი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114976