ფეხბურთი

0:35 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას ბრწყინვალე გოლი "მაკრატელა" დარტყმით ისრაელში (+VIDEO)

ისრაელის მეორე ლიგაში ლევან კუტალიამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. „ნეს ციონა“ სტუმრად „რამათ ჰაშარონს“ დაუპირისპირდა და უხვგოლიანი მატჩი გამოდგა - 4:4.

კუტალიამ კი თავი 54-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა. 32 წლის შემტევმა თავი ბრწყინვალე „მაკრატელა“ დარტყმით გამოიჩინა. მართლაც წარმოუდგენლად ეფექტური გოლი გამოვიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. „ნეს ციონა“ კი 31 ქულით მეორე ადგილზეა და ელიტაში აღზევებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113086