ფეხბურთი

15:13 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის ასისტენტი "რომასთან" მატჩზე: "ცხოვრების 5-6 წელი დავკარგე"

„იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ ძალზე დრამატულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 70-ე წუთამდე 1:3-ს აგებდა. მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა მასიმილიანო ალეგრიმ და ტურნირებს მისმა ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ უხელმძღვანელა, რომელმაც თქვა, რომ ამ მატჩში ცხოვრების 5-6 წელი დაკარგა.

„როდესაც იმარჯვებ, ყველაფერი უფრო ლამაზია. ლოკატელის გოლმა ხასიათი დაგვიბრუნა და თავდაჯერება შეგვმატა. ძალიან ბედნიერი ვარ დე შილიოს გოლით. ხასიათი გამოვავლინეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ 5-6 წლის სიცოცხლე მომაკლდა და იმედი მაქვს, რომ ალეგრი მალე დაბრუნდება (იცინის).

გვინდოდა უფრო შემტევი თამაში გვეთამაშა, მაგრამ შეშინებულებმა დავიწყეთ. გოლი სტანდარტულიდან გავუშვით, რომელშიც ისინი ძალიან ძლიერები არიან. მეორე გოლზე დაკარგული ბურთით გავუშვით, მაგრამ ამ სეზონში ეს ხშირად ხდება და გამოდის, რომ შემთხვევითობა არ არის.

რა თქმა უნდა, ასეთი გამარჯვება მორალურად მნიშვნელოვანია. მორატა ძლიერი ფეხბურთელია, გუნდის მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინა, დიბალამაც შესანიშნავად ითამაშა. ვიცით, რომ შრომით, სერიოზული მიდგომით და ცოტა ლაპარაკით ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“, - თქვა ლანდუჩიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ 38 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11484