ჩოგბურთი

13:49 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია ავსტრალიაში არ დაადასტურეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის საგა ავსტრალიაში გრძელდება. სერბ ჩოგბურთელს სასამართლოს მოგების მიუხედავად, ავსტრალიის ხელისუფლება ისევ აფერხებს და ქვეყანაში შესაძლოა მაინც არ შეუშვან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოვაკი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, მაგრამ ჯერჯერობით, ავსტრალიის სახელისუფლებო უწყებები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ „ნოლე“ დაპატიმრებული არ არის. ამასთან. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრის კვლავ განიხილავს ვიზის ხელმეორედ გაუქმების შესაძლებლობას, რისი უფლებამოსილებაც მას აქვს.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დღეს დილით ავსტრალიის სასამართლოში აპელაცია მოიგო და ქვეყანაში შესვლის უფლება მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია და სერბს შესაძლოა, ავსტრალიის დატოვება მაინც მოუწიოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111248