სხვა

12:46 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის პირველი მარცხი ჰაცუ ბაშოზე (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა ტოჩინოშინმა. 2022 წლის წარმატებით დაწყების შემდგომ, ქართველი სუმოისტი მე-14 მაეგაშირა იჩიმამოტოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

არადა, ტოჩის უპირატესობა ჰქონდა და ცდილობდა მეტოქე დოჰიოდან გადაეყვანა, თუმცა 28 წლის იაპონელმა ძლიერი მიწოლით ლევანი საზღვრებს მიღმა გადაიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაეცა, პირველი წამგებიანი პოზიცია ჩვენებურს ჰქონდა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-3 დაპირისპირება იყო და გორგაძე უარყოფით ბალანსზე გავიდა - 1 მოგება და 2 მარცხი.

ქართველი გოლიათი ხვალ მე-15 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს შეხვდება და წინ გაჭრას ეცდება. ჩვენებურს 28 წლის იაპონელთან აქამდე არცერთი ორთაბრძოლა არ გაუმართავს, ხვალინდელ მეტოქეს კი წლის პირველ სუპერტურნირზე ტოჩის მსგავსად 1:1-ზე ბალანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119841