სხვა

4:20 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტრა ვლჰოვამ სლალომი ისევ მოიგო

მსოფლიო თასის სლალომის დისციპლინას ორი გამორჩეული ლიდერი ჰყავს - სლოვაკი პეტრა ვლჰოვა და ამერიკელი მიკაელა შიფრინი. მათ პაექრობაში კი უპირატესობა პირველი ხელშია - მან ექვსიდან უკვე ხუთი რბოლა მოიგო, შიფრინი კი ბოლო გასასვლელს გასცდა და 2018 წლის შემდეგ პირველი რბოლა დაასრულა ქულების გარეშე.

ვლჰოვამ მეხუთე გამარჯვება სლოვენიის კრანისკა გორაში მოიპოვა. შიფრინს პირველი ცდის შემდეგ, მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა და მეორე ცდაზე კარგი ტემპი აკრიფა. თუმცა დაშვებულმა შეცდომამ გარჯა წყალში ჩაუყარა. საბოლოოდ, მეორე ადგილი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.23 წამით ჩამორჩა.

ჰოლდენერისთვის ეს კარიერაში მსოფლიო თასზე მეასე რბოლა იყო. პირველი ცდის შემდეგ, მას საუკეთესო დრო ჰქონდა. მაგრამ მეორე ცდის შემდეგ, ვლჰოვამ ჩამოიტოვა. არადა, შვეიცარიელს ჰქონდა, პირველი გამარჯვების მოპოვების შანსი ჰქონდა. მას მსოფლიო თასის 29 რბოლა აქვს კვარცხლბეკზე დამთავრებული.

„მის გამო ვწუხვარ, რადგან ის ყოველთვის მეორეა ხოლმე. მაგრამ ასე ხდება, ასეთია ჩვენი სპორტი“, - განაცხადა ვლჰოვამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118928