ქუთაისის „ტორპედომ“ ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიული მანჯგალაძე და აკაკი შულაია დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
ლაშა გასულ სეზონში „თელავის“ ღირსებას იცავდა, სადაც ჩატარებულ 35 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. აკაკი გასულ სეზონში "საბურთალოში" თამაშბდა, სადაც ჩატარებულ 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. გიული მანჯგალაძე გასულ სეზონში "დინამო ბათუმის" წევრი იყო, რომლის მაისურით ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ირაკლი ბუღრიძე გასულ სეზონში გორის "დილას" ღირსებას იცავდა და 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, „ტორპედოში“ დაბრუნდნენ გიორგი კუხიანიძე, რომელიც ბოლოს უზბეკურ "ყიზილქუმში" ასპარეზობდა და გიორგი ქიმაძე, რომელიც "დინამო თბილისში" თამაშობდა.