„დინამო თბილისის“ ახალწვეულმა თორნიკე კირკიტაძემ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც 25 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, ძალიან ბედნიერია და შეუძლებელია, რომ „დინამოს“ ისტორიიდან გამომდინარე ამ კლუბში 100%-ით არ დაიხარჯო.
"დინამო“ ჩემთვის საქართველოში ნომერ პირველი კლუბია თავისი ისტორიიდან, ტიტულებიდან გამომდინარე. ვამაყობ, რომ აქ დავბრუნდი და ამ გუნდის მაისურს მოვირგებ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. მინდა, „დინამოს“ დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ნდობისთვის. თუმცა, რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოა აქ დაბრუნება. ასეთ პირობებში არ შეიძლება, რომ ყოველდღე 100%-ით არ დაიხარჯო, არ განვითარდე და კლუბს წარმატების მიღწევაში არ დაეხმარო. „დინამოში“ ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, არ გაქვს უფლება, რომ 100%-ით არ დაიხარჯო", - თქვა თორნიკემ.
შეგახსენებთ, თორნიკე კირკიტაძეს „დინამო თბილისში“ 2016 წელს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ის ბოლოს „ლოკომოტოვის“ წევრი იყო, მანამდე კი „რუსთავში“, „სიონსა“ და „ჩიხურაში“ უთამაშია.