სხვა

15:54 | 9.01.2022 | ნანახია 763 - ჯერ

ჰაცუ ბაშო ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

ჰაცუ ბაშო წარმატებით დაიწყო ლევან გორგაძემ. ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი სუპერტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მე-16 მარგაშირა ცურუგიშო იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა, შეტაკებისთანავე მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და ის დოჰიოს მიღმა ადვილად გადაიყვანა. ეს წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ჩვენებირმა სამი მოიგო, ხოლო ერთხელ დამარცხდა.

ამრიგად, ტოჩიმ იანვრის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო, ხვალ კი მე-14 მაეგაშირა იჩიმამოტოს შეხვდება, რომელთანაც ჩატარებული 2 ორთაბრძოლიდან ერთხელ მოიგო და ამდენჯერვე დამარცხდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.127595