NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ სტუმრად „კლივლენდ ჩარჯს“ დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, 7-ქულიანი უპირატესობით - 99:92.
ქართველმა კალათბურთელმა ამ გამარჯვებაში საკმაო წვლილი შეიტანა. მან 25 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი არაზუსტად ისროლა.
„გრანდ რაპიდს გოლდმა“ რეგულარული სეზონი კარგად დაიწყო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და არცერთი წაგებით ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 12 იანვარს ჩაატარებს.