პრიმერას მეორე წრის პირველ სათამაშო დღეს, „გრანადა“ „ბარსელონასთან“ გადარჩა. ჩავის შეგირდებმა თავიდანვე „დაიჭირეს“ ბურთი და მეტოქე შეავიწროვეს. ლუკ დე იონგმა გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
შესვენების შემდეგ დაუოკებელმა ნიდერლანდელმა თავისი მაინც აისრულა: ვეტერანი დანი ალვესის შესანიშნავ პასს თავი დაუხვედრა და მასპიძელთა მეკარე ლუიშ მაშიმიანუს შანსი არ დაუტოვა - 0:1.
თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა ჭაბუკი გავის გაძევებამდე. რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილმა სამხრეთელებმა ნელ-ნელა მოიპოვეს უპირატესობა და ბოლოსკენ გაათანაბრეს კიდეც. თავი ანტონიო პუერტასმა გამოიჩინა. საბოლოოდ - 1:1.
გრანადელები ისტორიაში პირველად ზედიზედ სამჯერ არ დამარცხდნენ „ბარსელონასთან.“ ხოლო ჩემპიონატში წაუგებელი სერია შვიდამდე გაზარდეს. ამით ანდალუზიელებმა თავისივე 1969 წლის შედეგი გაიმეორეს.
ახლა „ბარსელონა“ 32 ქულით ცხრილში მე-6 ადგილზეა. 24-ქულიანი „გრანადა“ კი მე-12 ადგილზე დგას.
წინა ტურში „ხეტაფესთან“ წაფორხილების შემდეგ, „რეალმა“ მთელი რისხვა „ვალენსიას“ დაატეხა და პირველ რიგში შესანიშნავი თამაშით ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ტყუილად არ დგას პირველ ადგილზე.
„ვალენსიას“ შესვენებამდე რომ გაეძლო, შესაძლოა, მეორე ტაიმში სხვა თამაში გაჩაღებულიყო, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოს ჯერ ლუკა მოდრიჩმა მოარტყა ბურთი ძელს, შემდეგ კი კაზემირომ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა კარიმ ბენზემამ. ეს ფრანგის მიერ „რეალის“ მაისურით გატანილი მე-300 გოლი გამოდგა.
მერე ვინისიუსის ჯერი დადგა, ბრაზილიელმა დუბლი მიითვალა. განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა, როცა მეტოქე მცველებს საჯარომოში „ბრაზილიური“ ჩაუტარა. შემდეგ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
ერთ მომანტში თითქოს ინტრიგა დაბრუნდა, როცა გონსალუ გედეშმა ერთი ბურთი გაქვითა. მაგრამ ბენზემამ კიდევ გაიტანა და კითხვებიც მოიხსნა. 4:1 და „რეალი“ ისევ „თეთრ ცხენზეა.“
„ლევანტემ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. „მალიორკა“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში რობერტო სოლდადომ გახსნა და მესამე ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატში 7 სხვადასხვა გუნდის მაისურით გაუტანაია. მანამდე ასეთი მიღწევა კარლოს არანდას და მიკელ სოლერს ჰქონდათ.
სოლდადოს კი „ლევანტემდე“ თავი მადრიდის „რეალში,“ „ოსასუნაში,“ „ხეტაფეში,“ „ვალენსიაში,“ „ვილიარეალსა“ და „გრანადაში“ გამოუჩენია.
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
მე-20 ტური. 8 იანვარი
გრანადა - ბარსელონა 1:1
გრანადა. „ნუევო ლოს-კარმენესი“
0:1 დე იონგი (57), 1:1 პუერტასი (89)
გრანადა: მაშიმიანუ, კინი (ბაკა 84), დიასი (დუარტე 68), ტორენტე, ნევა (ესკუდერო 84), გონალონი (მონტორო 62), მილია, პუერტასი, მაჩისი (კოლადო 68), სუარესი, მოლინა
მწვრთნელი: რობერტ მორენო
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ალვესი, პიკე, გარსია (ლანგლე 54) , ბუსკეტსი, ნიკო, გავი, დემბელე (სანსი 82), დე იონგი (დეპაი 61), იუტგლა (აბდე 61)
მწვრთნელი: ჩავი
მსაჯი: პაბლო ფუერტესი
გაფრთხლება: გონალონი (31), ბაკა (90+3); გავი (22), ლანგლე (56), დეპაი (69), გავი (79), აბდე (83)
გაძევება: გავი (79)
რეალი - ვალენსია 4:1
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
1:0 ბენზემა (43 პენ), 2:0, 3:0 ვინისიუსი (52, 61), 3:1 გედეში (76), 4:1 ბენზემა (88)
76-ე წუთზე გედეშმა ვერ გაიტანა პენალტი
რეალი: კურტუა, ვასკესი (ნაჩო 87) , მილიტაო, ალბა, მენდი, კაზემირო (კამავინგა 71), კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 70), ასენსიო, ვინისიუსი (ვალვერდე 87), ბენზემა (ისკო 89)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ვალენსია: სილესენი, პიჩინი (ირანსო 77), ალდერეტე, დიაკაბი, გაია, გილიამონი, ვასი, მუსა (ჩერიშევი 66), კოშტა (ანდრე 66), გედეში, გომესი (კოინდრედი 66, ვალიეხო 83)
მწვრთნელი: პეპე ბორდალასი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
გაფრთხილება: კაზემირო (14), მილიტაო (26), მენდი (76); პიჩინი (51), მუსა (58), ჩერიშევი (84)
სოსიედადი - სელტა 1:0
1:0 ოიარსაბალი (13)
ლევანტე - მალიორკა 2:0
1:0 სოლდადო (47), 2:0 მორალესი (90+7)
69-ე წუთზე ოლივანმა (მალიორკა) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაძევება: კამპანია (მოედნის გარეთ) - ლევანტე