ფეხბურთი

23:46 | 8.01.2022 | ნანახია 0 - ჯერ

„ჩვენ „ლესტერი“ ვართ და სიბნელეშიც ვითამაშებთ!“

მიმდინარე კვირაში ინგლისის პრემიერლიგის მატჩები არ გამართულა. სამაგიეროდ, ასოციაციის თასის მესამე რაუნდის (ჩვენებურად 1/32 ფინალი) შეხვედრები ჩატარდა, რომელთაგან რამდენიმეზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

ყველაზე ხმაურიანი ამბავი ალბათ, კირან ტრიპიერის ნიუკასლური დებიუტი იყო, რომელიც 12 მილიონ გირვანქად იყიდეს „კაჭკაჭებმა“ მადრიდის „ატლეტიკოსგან.“ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ერთობ დატვირტული იქნება „ნიუკასლისთვის.“ გუნდი პრემიერლიგაში გასავარდნ ზონაშია და შველა სჭირდება. მათი ახალი მდიდარი არაბი ინვესტორები კი არაფით დაუშვებენ ლიგიდან დაქვეითებას.

ინგლისში რაღაც სატრანსფერო ბაზრის რევოლუციაზეც ალაპარაკდნენ და ტრიპიერის ყიდვას „ნიუკასლისთვის“ დიდი ამბების პირველ მერცხლად განიხილავენ. ვნახოთ.

ამჯერად კი „კაჭკაჭებმა“ ასოციაციის თასზე რანგით მესამე დივიზიონის წარმიმადგენელ „კემბრიჯთან“ 0:1 წააგეს და ტურნირს დაემშვიდობნენ. ტრიპიერს კი დებიუტი ჩაუმწარეს. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ვინმე ჯო აირონსაიდმა გაიტანა.

თასის მოქმედმა მფლობელმა, „ლესტერმა,“ ჩისკოს ყოფილი კლუბი, „უოტფორდი“ 4:1 გაანადგურა და შემდეგ წრეში გავიდა. ახლა „უოტფორდს“ იტალიელი კლაუდიო რანიერი წვრთნის, რომელმაც „მელიები“ 2016 წელს ინგლისის ჩემპიონები გახდა. მაგრამ ამჯერად მისი „კინგ ფაუერის“ სტადიონზე გამოჩენა იღბლიანი ვერ გამოდგა.

მასპინძელთაგან გოლები იური ტილემანსმა, ჯეიმს მედისონმა, ჰარვი ბარნსმა და მარკ ოლბრაიტობმა გაიტანეს. სტუმართაგან თავი ჟოაუ პედრომ გამოიჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტადიონზე შუქი გამოირთო და მსაჯმა, ცხადია, თამაში შეაჩერა. თუმცა, ამ ხუთწუთიან მონაკვეთში „უოტფორდმა“ სამი ცვლილება განახორციელა...

ტრიბუნებზე კი გულშემატკივრებმა მობილური ტელეფონები აანთეს და შემოსძახეს: „ჩვენ „ლესტერი“ ვართ და სიბნელეშიც ვითამაშებთ!“

„სიტიმ“ სტუმრად „სუინდონი“ გაანადგურა (1:4), „ჩელსიმ“ კი შინ „ჩესტერფილიდი“ - 5:1.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:39 | 11.10.2015
gio yvinchila (413)

ტორესი ხო გამოიყენა რასამბობ ან ეხლა ფალკაოსაც იყენებს რაა

15:27 | 11.10.2015
alejandro (44439)

მაურინიოსთან არასდროს მოიწყენ. თავის კარიერაში ურთულეს პერიოდში ის მაინც ახერხებს – როგორც მისი მტრის, იოჰან კრუიფის შვილმა ჟორდიმ თქვა ,,სპეციფიური იუმორის გრძნობის" შენარჩუნებას და ამაში ,,გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემული ინტერვიუდან ფრაზები დაგვარწმუნებს. ჟოზემ ძველი ანტიპათიები გაიხსენა და გვარდიოლას, ბენიტესს, ვენგერს და ანჩელოტის გაჰკრა კბილი და არც რანიერი დავიწყნია, თუმცა კაპელოზე რატომღაც არაფერი უთქვამს (იტალიელმა ორიოდე დღის წინ აღნიშნა, 18 თვიანი გუნდები ყავსო – ავტ.)

გვარდიოლაზე:
,,თუ სამუშაო გიყვარს, შეუძლებელია იმდენი ინერვიულო, რომ თმები დაკარგო. შეხედეთ პეპს, ის თითქმის მელოტია"

ბენიტესზე:
,,6 თვე მისთვის საკმარისი გამოდგა, ევროპაში საუკეთესო გუნდი გაენადგურებინა"

ვენგერზე:
,,ყველა მწვრთნელი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ის კი ვერასდროს ვერაფერს იგებს, მაგრამ სამუშაო მაინც აქვს"

ანჩელოტიზე:
,,ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელია, ვინც 3:0–ის შემდეგ წაგება მოახერხა" (ჟოზე მეორდება, მას მსგავსი კრუიფზეც უთქვამს: ,,იმისგან რჩევას ვერ მივიღებ, ვინც ერთადერთია ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 რომ წააგო")

და რანიერის როგორც ,,დაბალ ღობეს" ყველაზე მეტი მოხვდა:
,,70 წლისას ევროპის სუპერთასი და კიდევ მგონი რაღაც ერთი თასი მოუგია. 5 წელია ინგლისშია და ,,დილა მშვიდობისა"/,,საღამო მშვიდობისას" ძლივს ამბობს,ნამეტანი ბებერია რომ შეიცვალოს"

იტალიელებმა ,,ჩელსის" კრიზისზეც დაუსვეს და პორტუგალიელმა უპასუხა: ,,არ ვიცი რა ხდება. ვერ დავმალავ და არც უარვყოფ, რომ შედეგები ძალიან ცუდია – ეს რეალობაა, მაგრამ გარწმუნებთ, ვმუშაობ და ვიბრძვი რაც შეიძლება მალე სიტუაციის გამოსასწორებლად"

12:30 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mატა,დებრუინი ყველაზე დიდი შეცდომა იყო,მატა კარგად ირჯებოდა ჩელსიში და ტყუილად გაუშვა,დე ბრუინს კი პრაქტიკულად არ მისცა შანსი და კუადრადო რისთვის იყიდა თვითონაც არ იცის ალბათ მოუ,მასაც არ ენდობოდა

12:42 | 11.10.2015
alejandro (44439)

როცა ჟოზე ჩელსიშიდაბრუნდა,მატა გახლდა წინა სეზონის ჩელსის საუკეთესო ფეხბურთელი.
ჟოზემ კი შანსი არ მისცა და მთელი პირველი წრე მიზერული სათამაშო დრო გამოუყო მატას.
იანვარში კი მანიუში საკმაოდ ძვირად, 37 მილიონ გირვანქად გაყიდა.
ასევე დე ბუინზეც გეტანხმები და ილტინტოპის მაგივრად ეგ უნდა იყოს სიაში. ან რანაირად უნდა გამოეყენებინა ჰამითა? ვის მაგივრად უნდა ეთამაშებინა რეალში?
პედრო ლეონი კი მხოლოდ იმის გულისთვის გააგდო რეალიდან(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ის შეხვდა თავის ყოფილ მწვრთნელს ხეტაფეში მიჩელ გონსალესს. რადგან მიჩელი მადრიდისტა არის,ჟოზე ეჭვებმა შეიპყრო რომ ლეონი აუცილებლად ინფორმაციის გასატანად შეხვდებოდა...

20:24 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

13:06 | 11.10.2015
chamilo (33560)

Mოუს ბოლო წლებში ბევრი დიშლობა აქვს ნაკეთები,შურლეც არ ევასებოდა მოუს არადა ცუდად არ ირჯებოდა ჩელსიში მაგრამ ყველაფერს მოუს ვერ დავაბრალებთ,კაკა თვითონ ვერ ათამაშდა რეალში იმ ტრამვის გამო და ზოგადად ვერ შეეწყო რეალს,კასოს რაც შეეხება მართალია მოუს არ ევასებოდა დიდად კასო,იმ პერიოდში იკერს მართლაც კრიზისი ჰქონდა კარიერაში

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

12:23 | 11.10.2015
alejandro (44439)

სათაური ძალიან არასწორია,ვერ გამოიყენა რას ქვია? გყავდა გუნდში და გიმტყუნა? ფორმაში არ იყო და ვერ თამაშობდა მოწოდების სიმაღლეზე?
განსაკუთრებით ეს სათაური არ შეესადაგება იკერ კასილიასს! 2010-11 და 2011-12 და 2012-13 წლის სეზონების პირველ წრეში კასო რეალის ძირითადი მეკარე იყო,ვიდრე არბელოამ არ გატრავმა კოპას 1/4 ფინალში ვალენსიასთან.
რას ქვია ვერ გამოიყენა? 2011-12 და 13 წლების იანვარში კასო ზედიდედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ(სულ 5 ჯერ ზედიზედ) და ეს მოხდა სწორედ ჟოზეს მწვრთნელობის დროს!
ასე რომ კასოს ამ ნომინაციაში შესვლა ძალიან არასწორი და უსამართლოა!...

დანარჩენებზე ვეთანხმები, კი ბატონო და სულ დეტალებში მახსოვს აქ ჩამოთვლილი თვითოეული რეალელი თუ რა და რა მიზეზების გამო ვერ ხვდებოდნენ ჟოზეს დროს რეალის ძირითადში...

12:13 | 11.10.2015
19.05.2012 (1717)

ჩამონათვლის უმეტესობა ნაგავია. ყველაზე მეტად კაკა და მატა მეცოდებოდნენ. კასილასმა კიდევ თავის თავს დააბრალოს რომ არც ჟოზემ და არც ანჩელოტიმ არ გამოიყენეს.

20:25 | 02.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

0.142852