სხვა

22:24 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური მომდევნო ბრძოლას 26 მარტს გამართავს

ტაისონ ფიურის პრომოუტერი ფრენკ უორენი (ფოტოზე ფიურისთან ერთად) ამბობს, რომ WBC-ს ჩემპიონი მორიგ ბრძოლას 26 მარტს გამართავს. ფიური ვალდბულია, საბჭოს სავალდებულო პრეტენდენტს შეხვდეს, ასეთის რანგში კი ამჟამად ბრიტანელი დილიან უაითია. რაც შეეხება შემოსავლის განაწილებას, ფიური 80 პროცენტს მიიღებს.

უორენი ამბობს, რომ შეხვედრის კონტრაქტის პირობები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის. თუმცა ვადა გადაწტვეტილია: „ტაისონს მარტის ბოლოს ბრძოლა სურს. როგორც გუნდი, მეტოქედ სხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ. მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ის ტინგზე სწორედ 26 მარტს დადგება. ჯერ ვერაფერს ვიტყვი ადგილზე. მაგრამ ვადა უკვე დათქმულია“.

ფიურის ნათქვამი აქვს, რომ თავის პრომოუტერებს დაითხოვს, თუ ისინი მარტში ბრძოლას ვერ დაუნიშნავენ. ბრიტანელმა ბოლოს ოქტომბერში იბრძოლა და ამერიკელი დეონტეი უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა და WBC-ს ტიტული შეინარჩუნა.

უაითმა ბოლოს მარტში იბრძოლა და რუსი ალექსანდერ პოვეტკინი ნოკაუტით დაამარცხა. მათი წინა ბრძოლა რუსს ნოკაუტით ჰქონდა მოგებული. ოქტომბერში მას შვედ ოტო ვალინთან ბრძოლა ჰქონდა დანიშნული, მაგრამ ტრავმის გამო, რინგზე გასვლა ვერ შეძლო.

0.116969