„პარი სენ-ჟერმენის დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, ფრანგული ლიგა 1-ის მე-20 ტურის მატჩს გამოტოვებს „ლიონთან.“ შეხვედრა ხვალ, 9 იანვარს გაიმართება პარიზში - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.
კორონავირუსის გადატანის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი კვლავაც ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
მატჩს გამოტოვებს ბრაზილიელი ნეიმარიც, რომელიც ტრავმირებულია და მის დაბრუნებას სამი კვირის შემდეგ ელან.
19 ტურის თავზე, საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილს 46 ქულით პსჟ ლიდერობს. 25-ქულიანი „ლიონი“ კი მე-11 ადგილზე დგას.