ფეხბურთი

18:10 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელი ფეხბურთელი: "სიტიმ" რონალდუ რომ არ დაიმატა, თავი ტყვიას აარიდა"

„ვესტ ჰემის“, „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტრევორ სინკლერმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. მისი აზრით, პორტუგალიელი „იუნაიტედისთვის“ პრობლემას წარმოადგენს და „მანჩესტერ სიტიმ“ თავი ტყვიას აარიდა, როდესაც ის არ შეიძინა.

„ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ თავი აარიდა ტყვიას იმით, რომ კრიშტიანუ რონალდუ არ დაიმატა. ნახეთ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ რამდენ ფეხბურთელს აქვს პრობლემა მის გამო - სანჩო და რაშფორდი შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, მაგრამ შედეგიან თამაშს ვერ აჩვენებენ. მან უნდა იცოდეს მისი ადგილი და ზოგჯერ პირი დახუროს, ეს საუკეთესო ნაბიჯია.

ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ გუნდს პრობლემებს უქმნის და ეს არ ეხება იმას, რომ ბოლო პერიოდში ცოტა გოლი გაიტანა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მართალია, მისი ტრანსფერი ფანტასტიკურად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში ასე არაა. „სიტიში“ რომ გადასულიყო, ბევრ ტიტულს მოიგებდა, მაგრამ პეპ გვარდიოლას ჩრდილში ყოფნის შეეშინდა. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ეს გუნდისთვის საზიანოა“, - თქვა სინკლერმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.

0.113668