სერია A-ს ბოლო ტურში "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „რომასთან“ მოგებულ მატჩში (3:1) პენალტი ვერ გაიტანა. „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კი აღნიშნა, რომ შვედი მომდევნო პენალტის შემთხვევაში გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მივიდეს თუ არა ბურთთან.
„ზლატანი ყოველთვის გაბრაზებულია ვიღაცაზე ან რაღაცაზე. ეს მას მოტივაციას აძლევს. უმაყოფილოა გაფუჭებული პენალტით, გუნდით და შედეგებითაც. თუ კიდევ იქნება პენალტი, თვითონ გადაწყვეტს დაარტყას თუ არა“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 20 ტურის შემდეგ 45 ქულით მეორე ადგილზეა, 9 იანვარს კი სტუმრად „ვენეციას“ დაუპირისპირდება.