ფეხბურთი

15:30 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, „ბარსა“ ნელ-ნელა უმატებს და ტრავმირებული ფეხბურთელებიც უბრუნდებიან.

"ბაიერნთან” მატჩის შემდეგ გუნდი გაუმჯობესდა, ახლა ფეხბურთელებს ესმით, რას ვითხოვ მათგან. იმედი მაქვს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “რეალს” დავამარცხებთ და ფინალში გავალთ. თუმცა, ახლა მხოლოდ „გრანადაზე“ ვფიქრობთ და ამ თამაშისთვის „რეალზე“ ფიქრის გარეშე ვემზადებით.

ჩვენს გუნდს მხოლოდ ტრავმები და სხვა დანაკარგები აწუხებს. მინდა, რომ „ბარსელონაში“ იყოს კონკურენცია ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის, მაგრამ არჩევანი არ მაქვს. თანდათან ფეხბურთელები გუნდს უბრუნდებიან. „გრანადასთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვითამაშებთ სამ უმნიშვნელოვანესი ქულისთვის, რათა მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთადერთი ქულით ჩამორჩება. „ბლაუგრანა“ დღეს „გრანადას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110194