ფეხბურთი

14:58 | 8.01.2022 | ნანახია 2308 - ჯერ

ჰოლანდმა გადაწყვეტილება მიიღო და მომავალი კლუბი აირჩია

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror-ი იტყობინება.

ჰოლანდს მსურველები არ აკლია, ყველაზე მეტად „სამეფო კლუბის“ გარდა, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ აქტიურობენ, მაგრამ როგორც ჩანს, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა არჩევანი მადრიდულ გრანდზე შეაჩერა.

ზაფხულში ჰოლანდის გამოსასყიდი ფასი 75 მილიონი ევრო იქნება და ესპანელები მზად არიან ფორვარდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაიბირონ. აღსანიშნავია, რომ „რეალი“ ჰოლანდის გარდა, „პარი სენ ჟერმენიდან“ კილიან მბაპეს ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს და შესაძლოა, მომდევნო სეზონში „ბლანკოსში“ ამ ფეხბურთელების დუეტი შედგეს.

შეგახსენებთ, 21 წლის ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს და 74 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 08.01.2022
alfadhirhaiti (7530)

ბენზემა თუ არ გაყიდეს, ამას სათადარიგო სკამზე დააწებებენ.

15:28 | 08.01.2022
kutuna (85)

რატომღაც არ მიკვირს ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124848
სარეკლამო ადგილი - 99
X x X