ფეხბურთი

14:26 | 8.01.2022 | ნანახია 563 - ჯერ

კონტე: "ტოპ მწვრთნელი ვარ და დიდი ხელფასიც ამიტომ მაქვს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მაღალ ხელფასს იმსახურებს, რადგან ტოპ მწვრთნელია. იტალიელის აზრით, კონტრაქტის ვადას მნიშვნელობა არ აქვს და მას შეუძლია ლონდონურ კლუბთან ერთად კარგ შედეგებს მიაღწიოს.

„წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. არ მგონია, რომ ბევრი დრო და ხანგრძლივი კონტრაქტი საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში დარწმუნებული ვიყო. მე ტოპ მწვრთნელი ვარ და დიდი ხელფასიც ამიტომ მაქვს.

მზად ვარ სიტუაცია გავაუმჯობესო, რომელიც ახლა კლუბშია. შედეგის მისაღწევად წელიწადნახევრიანი კონტრაქტი პრობლემას არ წარმოადგენს. „ტოტენჰემი“ თავად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩემთან ერთად მუშაობა სურს. მოხარული ვარ, რომ ამ შემადგენლობასთან ვმუშაობა და მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ „ტოტენჰემი“ სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და ის პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზეა ნომინირებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:23 | 08.01.2022
Kobe Bean (21658)

ჩემპიონატის კუთხით რომ შევხედოთ მაგარი მწვრთნელია რაც ყველგან დაამტკიცა,ჩელსიშიც ინტერშიც იუვეშიც,ისეთი გუნდები გახადა ჩემპიონი რომელთაც მონატრებული ქონდათ ჩემპიონობა.იუვე ამან დააყენა ფეხზე და ინტერიც.აი ლიგას რაც შეეხება მანდ ბევრჯერ შერცხვა,მოგებას რომ შევეშვად ჯგუფში დარჩა ბევრჯერ

15:32 | 08.01.2022
kutuna (85)

ტოპი კი არ არა, წიკვინა კვერცხი ხარ

0.120783