ავტოსპორტი

10:28 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი ვირტუალურ ლე მანის 24 საათზე იასპარეზებს

ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი ვირტუალურ ლე მანის 24 საათიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. რბოლა 15-16 იანვარს ჩატარდება და მასში 24 წლის ჰოლანდიელის გარდა, მოტორსპორტის და ესპორტის არაერთი ვარსკვლავი იასპარეზებს.

რბოლაში იასპარეზებენ ინდიქარის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ალექს პალოუ, ინდიანაპოლისის 500 მილის ორგზის გამარჯვებული და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია, ფ1 ესპორტსის ორგზის ჩემპიონი, ჰოლანდიელი იარნო ოპმეერი, ასევე W სერიის სრულიად ქალთა გუნდი.

ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი და ლე მანის რბოლის ორგზის გამარჯვებული ფერნანდო ალონსო, „ალპინის“ ესპორტსის გუნდის კაპიტანი იქნება, ოღონდ თავად ვირტუალურ რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფერსტაპენმა ვირტუალურ ლე მანზე პირველად 2020 წელს იასპარეზა და მაშინ მისი თანაგუნდელი (ტიმ რედლაინი) იყო „მაკლარენის“ ლანდო ნორისი. მაგრამ შეჯახება მოუვიდათ „რებელიონ-უილიამსის“ ეკიპაჟთან. ფერსტაპენს ამჯერად თანაგუნდელად ეყოლება ინდიქარის შვედი პილოტი ფელიქს როსენქვისტი.

ვირტუალური ლე მანის მონაწილეები საასპარეზოდ სიმულატორებს გამოიყენებენ. გამარჯვებულ ეკიპაჟს ჯილდოდ 125 000 დოლარი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112451