ფეხბურთი

0:40 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A ან შეჩერდება, ან უმაყურებლოდ გაგრძელდება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე იტალიის სერია A შესაძლოა უმაყურებლოდ გაგრძელდეს, ან სულაც შეწყდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას ტელეფონით ესაუბრა, რათა შექმნილი სიტუაცია შეეფასებინათ.

როგორც ცნობილი გახდა, დრაგიმ გრავინას მოუწოდა სეზონის უმაყურებლოდ გაგრძელება ან თუნდაც დროებით შეჩერება. ახლა გადაწყვეტილება ფედერაციამ უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ში სეზონი მაყურებელთა 50%-იანი დასწრებით დაიწყო, შემდეგ 75%-მდე გაიზარდა, ბოლოს კი ისევ 50%-მდე შემცირდა. თუმცა, როგორც ჩანს, გულშემატკივრებისთვის სტადიონების კარი ისევ დაიკეტება.

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ს მეოცე ტურში 4 მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე გადაიდო და მომდევნო ტურშიც რამდენიმე შეხვედრის ჩატარებას საფრთხე ემუქრება.

თეგებისერია A
0.117633