ფეხბურთი

22:30 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის მერვედფინალი - "ბარსელონა" "ბილბაოს" შეხვდება, "რეალი" – "ელჩეს"

ესპანეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის შემდეგ წილისყრა გაიმართა და მერვედფინალური წყვილები გახდა ცნობილი. ლა ლიგის ლიდერი მადრიდის "რეალი" მომდევნო ეტაპზე "ელჩეს" დაუპირისპირდება, ხოლო მერვედფინალში გულშემატკივრებს ანდალუსიური დერბი ელოდებათ - "სევილია" "ბეტისის" წინააღმდეგ გაარკვევს ურთერთობას. "სევილია" ლა ლიგაში მეორე ადგილზეა, ხოლო "ბეტისი" - მესამეზე.

მადრიდის "ატლეტიკო" სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე "სოსიედადს" დაუპირისპირდება, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში ლა ლიგაში საქმე ცუდად მისდის. "ბარსელონა" "ბილბაოს" შეხვდება, ხოლო "ვალენსია" - "ბალეარესს".

მერვედფინალური წყვილები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შემდეგნაირად გამოიყურება:

15 იანვარი

"მალიორკა" – "ესპანიოლი"

"ხიხონი" – "კადისი"

"ჟირონა" – "რაიო"

"ბეტისი" – "სევილია"

16 იანვარი

"ატლეტიკო ბალეარესი" – "ვალენსია"

ან 19 ან 20 იანვარი - ჯერ არაა განსაზღვრული

"ელჩე" – "რეალი"

"სოსიედადი" – "ატლეტიკო"

"ბილბაო" – "ბარსელონა"

0.118286