ფეხბურთი

20:41 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ანტონიომ "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იამაიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მაიკლ ანტონიომ "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს და კლუბს შეეძლებათ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გააგრძელონ.

ანტონიო "ვესტ ჰემმა" 2015 წელს "ნოტინგემ ფორესტიდან" დაიმატეს. მიმდინარე სეზონში იამაიკელმა 22 შეხვედრაში თავი ცხრა გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 2015 წლის შემდეგ კი ანტონიომ 203 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11837