მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე სამი კანდიდატო დაასახელა. FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის წოდებისთვის რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი და მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ.
2021 წელს მესიმ სანაკრებო დონეზე პირველად შეძლო ტიტულის მოპოვება და კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. ასევე, ლიიონელმა ესპანეთის თასი მოიგო და France Football-მა 2021 წლის საუკეთესო მოთამაშედ აასახელა.
რობერტ ლევანდოვსკიმ გასულ წელს გერმანიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. პოლონელი ბუნდესლიგის ბომბარდირი და ევროპის ოქროც ბუცის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, გასულ წელს ეგვიპტელი პრემიერლიგის გულშემატკივრემა, "ლივერპულის" ფეხბურთელებმა და BBC-მ 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
FIFA სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებს 17 იანვარს გამოავლენს. ხმის მიცემის უფლება ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს, კაპიტნებს და ტითოეული ქვეყნიდან ერთ წარმოდგენილ ჟურნალისტს ექნება. ასევე, ხმას მიცემენ fifa.com-ზე დარეგისტრირებული გულშემატკივრები.