Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა, გიორგი ჩაკვეტაძისა და ლევან შენგელიასი - გაიაფდა.
მიქაუტაძის ფასმა 700 000 ევროთი მოიმატა და ახლა 2.5 მილიონი ევრო ღირს, რაც „სერენში“ საუკეთესო შედეგია. საქართველოში გიორგის ფასი მეექსევა, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის 218-2 ცენტრფორვარდებში 452-ე და ბელგიის იუპილერ ლიგაში 93-ე.
გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 2019 წელს 9 მილიონ ევროდ ფასობდა, პოზიციებს თმობს. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად 2.3 მილიონი ევრო ღირს, რაც ქართველ ფეხბურთელებში მერვე შედეგია, „გენტში“ მე-11, ბელგიის ჩემპიონატში 110 და 1999 წელს დაბადებულთა შორის 272-ე.
დაიკო ლევან შენგელიას ღირებულებამაც, რომელიც 2 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ მხოლოდ 1.2 მილიონი ღირს. „ლეუვენში“ მერვე ძვირადღირებული მოთამაშეა, საქართველოში მე-13, ბელგიის ჩემპიონატში მე-13, 1995 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 443-ე, ხოლო მარჯვენა ვინგერებში 417-ე.