ფეხბურთი

16:56 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "კოუტინიოზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, "ჯადოქარი" შემთხვევით არ შეარქვეს"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა დაიმატა. ინგლისელი სპეციალისტი ბრაზილიელ ნახევარმცველს ძალიან კარგად იცნობს და ის კარგად დაახასიათა.

„63 თამაში ბრაზილიის ნაკრებში, „ბარსელონაში“ თამაში, „ლივერპულში“ წარმოუდგენელი იყო. მე მესმის, რატომ საუბრობს მასზე ბევრი გულშემატკივარი მთელი ქვეყნის მასშტაბით. არა მგონია, რომ ფეხბურთელს, რომელიც განსაკუთრებული არ არის, მეტსახელად „ჯადოქარი“ შეარქვან. მას დიდ პატივს ვცემ. ორჯერ მოიგო ლა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად, ორჯერ ესპანეთი თასი. მისი ისტორია აჩვენებს, რომ სერიოზული გამარჯვებული მენტალიტეტი აქვს. ამ ფეხბურთელზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია და ჩემი მეგობარია“, - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო და სტივენ ჯერარდი „ლივერპულში“ თანაგუნდელები იყვნენ. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ასტონ ვილას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის ოფციით შეუერთდა.

0.11565