ფეხბურთი

15:42 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "იქნებ, მსოფლიოს ჩემპიონატი ჟორჟინიოს პენალტით მოვიგოთ"

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ოპტიმისტურად უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ჯერ ფინალური ეტაპის საგზურიც არ მოუპოვებია.

მანჩინი იმედოვნებს, რომ „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ჟორჟინიოს გადამწყვეტი პენალტით მოიპოვებს.

„ცეცხლიდან წაბლის ამოღება ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ის, რაც ზაფხულში გავაკეთეთ, შემთხვევითი არ არის. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გვჯეროდეს ამის, ყველაფერი უნდა გავიღოთ.

მე ვოცნებობ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალზე, რომელშიც, იტალია ბრაზილიას 1:0ს დაამარცხებს. ჟორჟინიომ „ასტონ ვილასთან“ ორი პენალტი გაიტანა? შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ მან 6 პენალტი გაიტანა, მაგრამ გაბრაზებული არ ვარ. მან ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაგვიყვანა ესპანეთთან მატჩში და იქნებ, მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგოთ მისი პენალტით, ვინ იცის...

2021 წლის მთავარი ფოტო არის ინგლისთან მატჩის შემდეგ გადაღებული, რომელშიც ყველანი ერთად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი გვაკლია. იმიტომ, რომ ვფიქრობ, 50-60 ადამიანი მაინც იყო, ვინც ხელი შეუწყო ჩვენს ევროპის ჩემპიონობას.

რომელი ფეხბურთელი მგავდა სათამაშო სტილით? სანამ ტოტი თამაშობდა, მასში საკუთარ თავს ვხედავდი. მას ჩემი მსგავსი თამაშის მანერა ჰქონდა“, - თქვა მანჩინიმ Gazzetta Dello Sport-თან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში პორტუგალია-თურქეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

0.112509