ფეხბურთი

13:26 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "კვარაცხელიას "რუბინში" დარჩენა სარგებელს არც გუნდს მოუტანს და არც ფეხბურთელს"

რუსულმა ვებგვერდმა Sport24-მა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთაც კლუბის შეცვლის დრო დაუდგათ.

მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებ სტატიაში წერია, რომ ხვიჩას „რუბინში“ დარჩენა სარგებელს არცერთ მხარეს მოუტანს - არც გუნდს და არც ფეხბურთელს.

„ხვიჩა ტრანსფერის პირველი კანდიდატი ერთი წლის წინ იყო და ახლაც რჩება, მაგრამ დეტალები შეიცვალა. მაშინ ქართველი გარემარბი რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე კაშკაშა მოთამაშედ მიიჩნეოდა, საუბარი იყო ევროპული ტოპკლუბების ინტერესზე, თავად „რუბინი“ კი ევროთასებზე გავიდა. ახლა ყველაფერი გაცილებით სევდიანია. კვარა დრიბლინგებით ჯერ კიდე ლიდერებშია (მხოლოდ ეჯუკეს ჩამორჩება), მაგრამ სეზონის ორ მესამედში გატანილი მხოლოდ 1 გოლი უბრალოდ სირცხვილია. „რუბინს“ ალბათ, ესმის, რომ ხვიჩასთან შემდგომი თანამშრომლობა სარგებელს არცერთ მხარეს მოუტანს, ამიტომ, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ყაზანს ზაფხულში დატოვებს და ევროპაში წავა. საკითხავია - რა დონის გუნდში“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი. ქართველ ფეხბურთელს „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.118068