ჩოგბურთი

4:03 | 7.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი შეიძლება არც საფრანგეთის ღიაზე დაუშვან

როლან გაროსამდე დიდი დროა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ახალი წესების შემოღებას გეგმავს, რომელთა შესაბამისად, ქვეყანაში არცერთი უცხოელი სპორტსმენი არ დაიშვება, თუ მას კორონავირუსზე აცრის სრული კურსი გავლილი არ ექნება.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯიუტად უარს ამბობს ვაქცინაციაზე საკუთარი სტატუსის გამჟღავნებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ მას საფრანგეთშიც არ დაუშვებენ, შესაბამისად, სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირის გამოტოვებაც მოუწევს.

მთავრობამ ეს წესები ჯერ უნდა დაამტკიცოს. უკვე გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ადგილობრივ სპორტსმენებს ვაქცინცია აუცილებლად მოუწევთ. დდ ალბათობით, ეს მოთხოვნა, გამონაკლისების გარეშე, უცხოელებზეც გავრცელდება. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაა, უცხოელებისთვის კარანტინი დაუშვან, თუ არა.

ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვებისგან თავს იკავებს დიდი ბრიტანეთი და შესაბამისად, ჯოკოვიჩს უიმბლდონზე შარშან მოპოვბული ტიტულის დასაცავად, გზა ხსნილი აქვს. ბრიტანეთში ელიტარულ სპორტსმენებზე შეღავათები მოქმედებს, რაც ჯოკოვიჩს ლონდონში თამაშის უფლებას აძლევს.

0.114839